საქართველოში 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველია

12 ოქტომბერი 2018, 00:00 1411 ნახვა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს 3 558 437 პოტენციური ამომრჩევლის სია გადასცა. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, სიიდან ამოღებულია 8 000-მდე გარდაცვლილი პირი.

 სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან სია არის ბიომეტრიული მონაცემებით აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის მონაცემის პარალელურად იგზავნება ბიომეტრიული ფოტოსურათი, რაც, მისი თქმით,  უბანზე გამორიცხავს ე.წ. კარუსელს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, გადაცემულ სიას დამუშავება სჭირდება და ეს არაა საბოლოო მონაცემები.

ამავე კატეგორიაში