აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

12 ოქტომბერი 2018, 00:00 2499 ნახვა

მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის,  აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. მისი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავავება და მისი შესრულების კონტროლი. პროცესში ოთხი უწყებაა ჩართული.

დღეიდან ფერმერები შეძლებენ მანდარინის რეალიზაციისა და სუბსიდირების შესახებ ინფორმაციის მიღებას.  ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, მეციტრუსეებს შეუძლიათ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დარეკონ ნომერზე 15-01.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში