ეუთოს ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

14 ოქტომბერი 2018, 00:00 1696 ნახვა

ეუთომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, ეუთო-მ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრაზე შეიტყო ცრუ ინფორმაციის ფაქტებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართული იყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯის შესალახად. დოკუმენტის მიხედვით, ამომრჩეველთან შეხვედრას და წინასაარჩევნო კამპანიის მასალების გამოქვეყნებას ყველაზე აქტიურად განაგრძობს სამი კანდიდატი: დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველო“), გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და სალომე ზურაბიშვილი („ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი).

რადგან ყველა კანდიდატს თანაბრად არ მიუწვდება ხელი საბიუჯეტო დაფინანსებაზე, შედარებით მცირე საარჩევნო სუბიქტები ამომრჩეველთან საკომუნიკაციო მთავარ საშუალებად „ფეისბუკს“ იყენებენ, რაც საზოგადოებასთან პირდაპირი ინტერაქციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა“, – აღნიშნულია ანგარიშში. ტექსტში რომ, რომ საარჩევნო კამპანია კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე და არა საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში არსებულ შინაარსობრივ საკითხებზე.ეუთო-ს ანგარიშში საუბარია ასევე, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის აკრძალვის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები.

ამავე კატეგორიაში