''ვერ ვხედავ, არ მესმის, ვერ ვლაპარაკობ'' - კარიკატურებით გაპროტესტებული მმართველობა

15 ოქტომბერი 2018, 00:00 2732 ნახვა

ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აქციას მართავენ. ისინი შენობასთან ტრანსპარანტებითა და კარიკატურებით მივიდნენ.

''ვერ ვხედავ, არ მესმის, ვერ ვლაპარაკობ'' - აქციის მონაწილეებმა ''ქართული ოცნების'' მმართველობა ამ ფორმით გააპროტესტეს. ამბობენ, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია და ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს.  

აქცია გუშინ, ''რუსთავი 2-ის'' ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა. ოპოზიციონერების თქმით, ქვეყნა ''სარდაფიდან იმართება''. 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აჭარის მთავრობას 41 კაციანი სია გადასცეს. როგორც თავად ამბობენ, დოკუმენტში კორუმპირებული ჩინოვნიკების სახელები და გვარები წერია.

პარალელურად კიდევ ერთი აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარეობს. ''მთავრობა სარდაფშია'' - ეს წარწერები მოქალაქეებმა საავტომობილო გზაზე დატოვეს.

ადგილზე სამართალდამცველების იმყოფებოდნენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში