შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან

15 ოქტომბერი 2018, 00:00 2026 ნახვა

კიდევ ერთი სამშვიდობო გზავნილი საქართველოს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ დაუტოვა, რომელთანაც დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  სიტუაციას, საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკას. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".  სახელმწიფო მინისტრის თქმით, ევროსაბჭოში კარგად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია   კონსტრუქციული, პრაგმატული, და სამშვიდობო, ნაბიჯები და ინიციატივები, რომელთაც დღეს საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში