ქართველი მოციგურავე წყვილი გრან-პრის ფინალშია

15 ოქტომბერი 2018, 00:00 2334 ნახვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად ქართველი მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან -პრის ფინალშია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა წყვილმა შეძლო გრან-პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება. ფინალში ქართველებთან ერთად რუსეთის, კანადის და ამერიკის შეერთებული შტატების წყვილებიც იასპაერეზებენ.

გრან-პრის ფინალური ნაწილის 6 საგზურის მოსაპოვებლად,  24 ქვეყნის 65 წყვილი  იყო ჩართული.   ქართველმა მოციგურავეებმა 164, 65 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს და მოიპოვეს საგზური, რომელიც  6-9 დეკემბერს ვანკუვერში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში