პირველადი დასკვნა: ტბებში თევზები წყალმცენარეების სიმრავლის გამო იხოცებიან

15 ოქტომბერი 2018, 00:00 2845 ნახვა

ნურისა და არდაგანის ტბებში თევზები კვლავ იხოცებიან. ბათუმის წყალში მიზეზად  წყლებში მავნე ბაქტერიების გამრავლებას ასახელებენ, რასაც წყალმცენარეების სიმრავლე იწვევს.  გარემოს ეროვნულმა სააგენტომ  პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდაციები გასცა, რომლებიც დღემდე არ შესრულებულა.

ბათუმის ტბები კომპანია „ბათუმის წყლის“ მართვის ქვეშაა, უწყება ტბებს სისტემატიურად ასუფთავებს, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად  ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რისთვისაც ამჟამად მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვის შედგენა, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ  ტბების მოვლისთვის დამატებითი ხარჯები.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში