დავით სერგეენკო: "ფარული ჩანაწერი არარეალურია"

16 ოქტომბერი 2018, 00:00 2382 ნახვა

მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფასებს, მინისტრი ეჭვობს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი არარეალურია.  რაც შეეხება იმას, რომ ჩანაწერში ფიგურანტი ერთ-ერთი პირი, დათო ცუხიშვილი ჯანდაცვის და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელია, სერგეენკოს თქმით, ის უწყებაში უფროს სპეციალისტად მუშაობს, რის შესახებაც ორი დღის წინ გაიგო.

შეგახსნებთ, ფარული აუდიო ჩანაწერი  „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, რომელშიც  სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის საუბარია ჩაწერილი. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს გამოძიება დღეს გამოკითხავს. ამ ეტაპზე გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, დავით ცუხიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში