გაერთიანებული ოპოზიცია სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე საუბრობს

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1599 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყნის მასტაბით, საარჩევნო  სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე საუბრობს და პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.  როგორც  დღეს  ბრიფინგზე  მირდატ  ქამადაძემ განაცხადა,  გუშინ  ღამით  გაერთიანებულ ოპოზიცაზე მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა,  დაზიანებული, ჩამოხეული  და წითლადაა გადაღებილი პლაკატები ქობულეთში, ბათუმში, ქედასა და შუახევში. გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს ასევე  მიაწერეს სიტყვა “კაგებე”.  ბანერი  დაზიანებულია ქობულეთში პარტიის ოფისის შენობაზეც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარტულო პოლიცია გამოიძახეს, ისინი ვიდეო თვალის ჩანაწერების ამოღებას და ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვენ, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმში პარტია “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელს,  ლაშა კომახიძეს მოუწოდებენ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ოპოზიციაში  აცხადებენ, რომ ვანდალიზმი და ძალადობა ხელისუფლების მიერაა წახალისებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში