მომავალი წლიდან შესაძლოა სკოლებში მეორე უცხო ენად იტალიური ისწავლონ

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1825 ნახვა

2018-2019 სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები იტალიურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისწავლიან. განათლების მინისტრმა, და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ახალი პროგრამა - „იტალიური, როგორც მეორე ენა“ წარადგინეს. იტალიის საელჩოს ძალისხმევით და სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა იტალიურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი/პროგრამა. იტალიური ენის სწავლება თბილისის 20 სკოლაში უკვე დაიწყო, მათ შორის, 13 - საჯაროსა 7 კერძო სკოლაში.  

ამავე კატეგორიაში