პატიმრისა და დეპუტატის საუბრის შინაარსით არ ვინტერესდები - ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1841 ნახვა

''პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში დირექტორი არ არის, არ აქვს უფლება პატიმარსა და დეპუტატს შორის არსებული საუბრის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღოს'' - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დეპუტატებს ციხეში შესვლის ნებართვას აძლევს, თუმცა საუბრების შინაარსით არასდროს ინტერესდება.

''ეს არც ჩემი პრეროგატივაა და არც პასუხისმგებლობა'' - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვიქტორ ჯაფარიძისთვის მირზა სუბელიანთან შეხვედრის ნებართვა გუშინ არ გაუცია, თუმცა განმარტავს, რომ მანამდე მსგავსი შეხვედრები იყო. 

''სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შესვლასთნ დაკავშირებით, ​ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, ნებართვის გაცემის ათეულობით ასეთი შემთხვევა გვაქვს. მე არ ვინტერესდები რათქმაუნდა საუბრის შინაარსით. თავმჯდომარის პრეროგატივაა გასცეს ნებართვა, ჩემი პრეროგატივა და არც პასუხისმგებლობა არ არის ინფორმაციის მიღება, იმას თაობაზე თუ რა რასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ამ ნებართვის საფუძველზე. ​პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებშიც იგივე ოპოზიციონერი დეპუტატებიც იყვნენ შესულები სუბელიანთან. ჩემი უფლება არ არის შინაარსი მოვიკითხო'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. 

ამავე კატეგორიაში