ხულოს მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებს

17 ოქტომბერი 2018, 00:00 3989 ნახვა

ხულოს მერი გოჩა მელაძე ბათუმში იმყოფება. იგი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან პირად საუბარში აცხადებს, რომ ჩვეულებრივ განაგრძობს თანამდებობაზე მუშაობას, 31 ოქტომბრამდე კი შვებულებაში იმყოფება. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ გეგმავს არსად წასვლას. "თუ რამე შეიცვლება, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ" - გვითხრა მელაძემ.

დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხულოს მერი და მოადგილე თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ არც ხულოს მერიაში და არც აჭარის მთავრობაში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში