საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს

17 ოქტომბერი 2018, 00:00 1799 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. რიგაში, „დაუგავას სტადიონზე“ ქართველმა ფეხბურთელებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხეს და D ლიგის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ანგარიში მე-8 წუთზე ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით გახსნა, 29-ე წუთზე სხვაობა ორამდე ვაკო გვილიამ გაზარდა, მესამე გოლი კი 61-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 12 ქულა დააგროვა. მომდევნო შეხვედრებს ჩვენი გუნდი 15 და 19 ნოემბერს ანდორისა და ყაზახეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში