ქიმიური პრეპარატი, რომლითაც ფაროსანას ანადგურებენ ზიანს აყენებს ფუტკარსაც

17 ოქტომბერი 2018, 00:00 2146 ნახვა

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ  ქიმიური პრეპარატი, რომლითაც ფაროსანას ანადგურებენ ზიანს აყენებს ფუტკარსაც. მუნიციპალიტეტის ათობით ოჯახი „მთავართან“ ყვება, რომ სკები დაცარიელდა, რაც მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ არა მხოლოდ აზიური ფაროსანას, არამედ ნებისმიერი მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური პრეპარატები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ფუტკარზე, ამიტომ მათ სკების უსაფრთხო ადგილას გადატანა დაიწყეს.  სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ,რომ წამლის უვნებლობა ლაბორატორიულად არის დადასტურებული. სურსათის უვნებლობის სამინისტროში კი ფერმერების ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში