ისარგებლებენ თუ არა დასაქმებული სტუდენტები საშემოსავლო შეღავათებით?

17 ოქტომბერი 2018, 00:00 1954 ნახვა

თუ თქვენ სტუდენტი ხართ და თანაც დასაქმებული, შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეთ. შესაბამის კანონში ცვლილებას ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ითხოვენ.  ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს 25 წლამდე ასაკის მქონე  სტუდენტი , რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში 6 ათასი ლარია.  კანონპროექტის ინიაციატორ არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო 5 წელში მკვეთრად გაიზარდა  სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, რისი მიზეზიც,  მათი თქმით, ფინანსური პრობლემებია. 

დოკუმენტის განხილვა პარლამენტში დაიწყეს, თუმცა ამ ეტაპზე შეჩერებულია და კონსულტაციები მთავრობასთან მიმდინარეობს.  სწორედ მათზეა დამოკიდებული ისარგებლებს თუ არა სტატუსის მქონე დასაქმებული სტუდენტი შეღავათით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში