კეთილმოწყობითი სამუშაოები ღორჯომში

18 ოქტომბერი 2018, 00:00 2485 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. ფერდსამაგრი სამუშაოები მდინარე ღორჯომისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად პროექტით გათვალისწინებულია  რკინის მილების ჩასმა მეწყერაქტიურ ზონებში. პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყობა გარეგანათებები და სანიაღვრე არხები. ინფრასტრუქტურისთვის  მერიის ბიუჯეტიდან  795 ათასი ლარია  გათვალისწინებული.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში