ხვალ ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

18 ოქტომბერი 2018, 00:00 1928 ნახვა

ხვალ ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემაა  „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. 150-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში, ქართული სტუმართმასპინძლობა როგორც ბიზნესი, სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით,  ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება   - კონფერენციაზე ამ საკითხებს განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში