ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2842 ნახვა

ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრში, ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდნენ. ცენტრის თანამშრომლები, სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალურ და ტექნიკურ ხარვეზებს დოკუმენტში არ ასახავდნენ. ისინი როგორც მუნიციპალურ, ასევე კერძო მფლობელობაში არსებულ ტრანსპორტს ამოწმებდნენ.

დარღვევები სამართალდამცველებმა დააფიქსირეს. ცენტრებში  საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე ექსპერტიზები ტარდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცენტრის თანამშრომლებს 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. შემოწმება სავალდებულო ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ. ან მეტია.

ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში