ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2053 ნახვა

 ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2019 წლის ბოლომდე  სკვერი გაშენდება.  პროექტის მიხედვით 1000 კვადრატ მეტრ ფართობზე   შადრევანი, სველი წერტილები, დასასვენებელი ადგილები და ავტოპარკი  მოეწყობა.

 ასევე დაგეგმილია ტერიტორიის  გამწვანება. ბათუმის მერიის  კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ინფორმაციით სამუშაოებისთვის  ტენდერი უახლოეს დღეებში  გამოცხადდება. პროექტი ორ ეტაპს მოიცავს და ბიუჯეტიდან  მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში