ხანძარი ლოკალიზებულია - გარდაცვლილებს ამ დრომდე ეძებენ /ფოტო/

19 ოქტომბერი 2018, 00:00 51311 ნახვა

ხულოში, სოფელ ჭახაურში ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. ისინი ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ეძებენ 72 წლის მამაკაცს და 19 წლის გოგოს. უწყების განცხადებით, ერთი სახლი მთლიანად დაიწვა. ამ წუთებში კი მეხანძრეები ცეცხლს მომიჯნავედ მდებარე შენობაზე აქრობენ.

 სულიკო და ნოდარი ართმელაძეების საცხოვრებელ სახლებს და დამხმარე ნაგებობებს ცეცხლი დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა.

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

ამავე კატეგორიაში