ბელარუსის მოქალაქე საქმის გამოძიებას ითხოვს

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2383 ნახვა

 ბელარუსის მოქალაქე პაველ კირილოვი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, მისი თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები საქმეს შეგნებულად არ იძიებენ. იგი ამბობს, რომ ორი თვის წინ რუსთაველის ქუჩის გადაკვეთისას, ავტომობილმა გზა არ დაუთმო, რის შემდეგაც მძღოლმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცივი იარაღითაც ემუქრებოდნენ.

კირილოვი აცხადებს, რომ მას შეუძლია დამნაშავეების ამოცნობა, თუმცა საქმე ჯერ-ჯერობით გამოძიებული არ არის.  ბელარუსის მოქალაქე თბილისში 3 წელია ცხოვრობს,შსს აცხადებენ, რომ საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე, ძალადობის მუხლით აღიძრა და გამოძიება გრძელდება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში