გოჩა მელაძის სარჩევნო დაპირებები - ხულოში წყლის რეზერვუარი ისევ აქტუალურია

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2066 ნახვა

გოჩა მელაძე ხულოს თვითმმართველობაში პირველად პირდაპირ მერის რანგში გამოჩნდა, მანამდე იყო შეხვედრები და საარჩევნო კამპანია - ამისთვის, რა თქმა უნდა, დაიხარჯა ფული. შედეგი ერთი წლის წინ „ქართული ოცნებისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა არა ხალხისთვის - ადგილობრივების ნაწილი შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობს და ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რატომ თქვა უარი მათ მიერ არჩეულმა მერმა 4-წლიან მანდატზე.  

გოჩა მელაძე ახლა უკვე ყოფილი მერის რანგში ირწმუნება, რომ 1 წლის წინ გაცემული დაპირებები შესრულების პროცესშია.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში