''ღია კარის'' სხდომა ბათუმის საკრებულოში

19 ოქტომბერი 2018, 00:00 1927 ნახვა

ღია კარის დღე საკრებულოში დისკუსიის გარეშე - კითხვებიც დასვეს და მოსაზრებებიც გამოთქვეს მოქალაქეებმა, თუმცა სხდომამ პასუხების გარეშე ჩაიარა. სიტყვის უფლებით ამ ფორმატშიც ისარგებლა საზოგადოება „ბათომმა.“

ნინო ინაიშვილმა  „ანბანის კოშკთან“ მიმდინარე  პროცედურების შეჩერება სთხოვა საკრებულოს. ეს ის ადგილია, სადაც ცათამბჯენების აგება იგეგმება და რასაც უკვე მოჰყვა პროტესტი.

სხვა მოქალაქეების მოსაზრებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხებოდა.  მოისმინეს, სავარაუდოდ ჩაინიშნეს კიდეც, თუმცა, არაფერი უთქვამთ სხდომაზე მერიის სამსახურების უფროსებს - ამბობენ, რომ ამას ფორმატი არ ითვალისწინებდა.  

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ამბობს, რომ რეგლამენტის ცვლილების წინააღმდეგი არაა, თუმცა დღევანდელი სხდომა ისე ჩატარდა, როგორც მოქმედი წესი ითვალისწინებდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში