დახურული მაუწყებელი

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1748 ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა „ომეგა“ ჯგუფის ირგვლივ ატეხილი სკანდალი, რომელმაც საბოლოო ჯამში, ისევ ჟურნალისტები დააზარალა.  ომეგა ჯგუფისა და მასში შემავალი კომპანიების ფინანსურმა კრიზისმა ტელეკომპანია „იბერიას“ პარალიზება და საბოლოო ჯამში მაუწყებლობის შეჩერება გამოიწვია, რაც ბუნებრივიც იყო რადგან სწორედ ეს კომპანიები იყვნენ ტელევიზიის ძირითადი დამფინანსებლები.

გუშინ საღამოს იბერიამ, მაუწყებლობა საარქივო მასალებით განაახლა, წინასაარჩევნო სარეკლამო ვალდებულებების შესრულების მიზნით.   გააგრძელებს თუ არა ტელეკომპანია მუშაობას, ამ ეტაპზე უცნობია, ფაქტი კი ისაა, რომ 200 ადამიანი, რომელიც იქ მუშაობდა სამსახურის მაძიებელთა რიცხვს შეუერთდა. რა გარემოებებით დადგა ეს მძიმე შედეგი და როგორია შეფასებები?

ამავე კატეგორიაში