წინასაარჩევნო შეხვედრა ბათუმში- გრიგოლ ვაშაძის დაპირება და მურმან დუმბაძის მოთხოვნა

21 ოქტომბერი 2018, 00:00 3871 ნახვა

ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ პრეზიდენტობის კანდიდატები. „გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას" ლიდერები დღეს ბათუმში იმყოფებოდნენ. გრიგოლ ვაშაძემ გამოსვლისას რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. შეხვედრაზე აქტუალური იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი. 

სანდრა რულოვსმა  სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ  ბათუმი იქნება პირველი ქალაქი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ჩამოვა. ყველაზე საინტერესო დღეს მურმან დუმბაძის გამოსვლა იყო, პოლიტიკოსის, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავი განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა ფრაზით: „ვინც 5-იანს შემოხაზავს მარჯვენა ხელით კიბო გაუჩნდება, ხოლო თუ მარცხენა ხელით ინფექცია“დღეს კი მან მიხეილ სააკაშვილისთვის  მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში