აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება

22 ოქტომბერი 2018, 00:00 1659 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპი ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ნახევარი მილიონ დოლარს დახარჯავს ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. თანხა უწყებამ დახმარების სახით აშშ-ს დეპარტამენტისგან მიიღო.

18-თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანია, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება.

ამავე კატეგორიაში