აჭარაში რეზერვის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2715 ნახვა

 რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარასა და გურიაშიც ამოქმედდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ამჯერად ბათუმში დადეს. დღეიდან რეზერვისტები შეიარაღებულ ძალებში 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ია.  სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. სტუდენტები კი, 5 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში