დაბა შუახევიში 80 ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2033 ნახვა

დაბა  შუახევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის გამო  80 ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა. მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებამ მხოლოდ  30 ბავშვის გადაყვანა შეძლო ხიჭაურის საბავშვო ბაღში. დაბა  შუახევის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო სამუშაოები  გასართობი ოთახების, საძინებლების, სამზარეულოსა და გარე ფასადის რეაბილიტაციას გულისხმობს. ბაღს ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა.

შეიცვლება შენობის სახურავიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 225 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში