„ასაკი და მკურნალობის ახალი მეთოდები“ - კონფერენცია

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2030 ნახვა
00:00
00:00

დაბერების პროცესებისა და მექანიზმების შესახებ თანამედროვე მიღწევებზე მსჯელობენ კონფერენციაზე. გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მასპინძლობს.

შეხვედრაზე გერონტოლოგიის ფუნდამენტური  კონცეფციების და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს განიხილავენ. კონფერენცია 4 დღიანი, 25 ოქტომბერს კი გასვლითი ღონისძიებაა დაგეგმილი ხულოს ჰოსპიტალში.   15 სხვადასხვა დარგის ექიმი   12-დან 16 საათამდე მოსახლეობას ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ორთოპედიის, უროლოგიის, ქირურგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულების უფასო კონსულტაციებს გაუწევენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი