მინისტრის და მერის წინასაარჩევნო აგიტაცია ხელვაჩაურში

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2499 ნახვა

ფაქტები რომლებიც კანონდარღვევად არა თუმცა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გადადგმულ ნაბიჯებად ფასდება - შეხვედრები მოსახლეობასთან და საბიუჯეტო პროექტები რომლებიც წინასაარჩევნოდ მთავრდება, ან ახლა იწყება. საარჩევნო წლის ბოლოს გააქტიურებულ საბიუჯეტო რესურსს მესამე სექტორში აფასებენ. კანონს არ არღვევენ თანამდებობის პირები, რომლებიც მოქალაქეებს ხვდებიან და მოუწოდებენ მხარდაჭერისკენ, თუმცა ესეც ირიბად განიხილება რესურსის მობილიზებად.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ცოტა ხნის წინ აჭარაში - შეხვედრა მოსახლეობასთან, მინისტრების, თავმჯდომარის და მერის თანხლებით, რომელსაც პარტიულ მაისურებში ჩაცმული მოზარდებიც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე მინისტრმა ტიტე აროშიძემ მოუწოდა მოქალაქეებს მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდაჭერისკენ და მას ქვეყნის წინსვლის გარანტი უწოდა. მსგავსი შეხვედრების გარდა მესამე სექტორში საარჩევნო პერიოდთან კავშირში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც საუბრობენ - მათ შორისაა  დაწყებული რეაბილიტაცია, სახლების გადახურვის პროგრამა და გამოცხადებული ვაკანსიები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში