მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები 26 ოქტომბერს ჩაინიშნა

22 ოქტომბერი 2018, 00:00 1719 ნახვა

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს დებატებისთვის მაუწყებელი სატელევიზიო ეთერს დაუთმობს. სატელევიზიო დებატები 26 ოქტომბერს გაიმართება. როგორც იცით შესაბამისმა კომისიამ 6 კანდიდატი შეარჩია და წარუდგინა ფრაქცია „ქართულ ოცნებას.“

დღეს გვითხრეს უმაღლეს საბჭოში რომ ფრაქცია მხოლოდ ერთ კანდიდატს შეარჩევს და მხარდასაჭერად პლენარულ სხდომაზე წარადგენს.  რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნება. ამავე სხდომაზე შედგება კენჭისყრა.

მრჩეველთა საბჭოს წევრის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატს არანაკლებ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამაზე მეტი ხმა აქვს უმრავლესობას წარმომადგენლობით ორგანოში, თუ რა თქმა უნდა აზრი გუნდის შიგნით არაა გაყოფილი. ფრაქციამ არჩევანი ნერონ აბულაძეს, ემზარ დიასამიძეს, ნათია სირაბიძეს, დიანა ვაშაყმაძეს, გიგა ჩხარტიშვილსა და რაულ ბერიძეს შორის უნდა გააკეთოს.  

ამავე კატეგორიაში