ეკა გიგაური იუსტიციის მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

23 ოქტომბერი 2018, 00:00 2253 ნახვა

დაპირისპირება იუსტიციის მინისტრსა და  მესამე სექტორს შორის თეა წულუკიანმა გააკრიტიკა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.  კოპენჰაგენში მიმდინარე ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  ეკა გიგაურს კავშირი აქვს 7 ნოემბრის აქციის დაშლასთან.

მინისტრის კომენტარი  არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ხელისუფლებაში ელიტური კორუფციის არსებობის თაობაზე განცხადებას მოყვა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სახელისუფლებო წრეები მიზანმიმართულად ეწევიან არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. საპასუხოდ უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციის ბოლოდროინდელი განცხადებები პოლიტიკურ ნიშანს ატარებდა,რაც არასამთავრობო ორგანიზაციის კომპეტენციებს არ შეესაბამება. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში