''როცა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ გასაკვირია'' - ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 00:00 2416 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველი არ არის, უფრო მეტიც პარტიის ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარეა და პროცესებში მისი ჩართვა გასაკვირი არ უნდა იყოს. 

''ვცხოვრობ აბსოლუტურად ნორმალურად, ვარ პარტია  ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარე, ეს არის თანამდებობა. როცა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ გასაკვირია, იმიტომ რომ პარტიას ხელისუფლებაში ყავს საპარლამენტო უმრავლესობა. მთავრობაც პარლამენტმა დაამტკიცა. ადგილობრივ თვითმმართველობაში თითქმის ყველა რეგიონში უმრავლესობა ჰყავს, შესაბამისად პარტიის როლი არის დიდი, თუ გნებავთ ძალიან დიდი და მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. რომელ არაფორმალურობაზეა საუბარი? - იკითხა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა. 

''ტვ პირველის'' ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ბიძინა ივანიშვილს შემდეგი კითხვით მიმართა:  ''გრძნობთ თუ არა ამ ქვეყანაში ბევრს, გადაწყვეტილების მიმღებ პირად თქვენ ეგულებით, ეს არის თუ არა პრობლემა?

ბიძინა ივანიშვილი: თქვენ მითხარით სად ხედავთ პრობლემას?

დიანა ტრაპაიძე: არა მე გეკითხებით თქვენ თუ ხედავთ?

ბიძინა ივანიშვილი: ''არაფორმალურობაზე რომ საუბრობთ ეს ''რუსთავი 2''  შეუძლია, ალბათ თქვენს არხსაც შეუძლია - უთხრა პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს. 

არაფორმალურ მმართველობაზე მესამე სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებიც საუბრობდნენ. რამდენიმე თვის წინ კი ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და ის პოლიტიკაში, პარტიის თავმჯდომარის რანგში დაბრუნდა. 

ბიძინა ივანიშვილს თვითონ მიჰყავს ინტერვიუ, რომლის განმავლობაშიც სამი ჟურნალისტი უსვამს კითხვებს. მმართველი პარტიის ლიდერმა დაიწყო შესავალი სიტყვა და მოდერატორის როლი იკისრა.

ამავე კატეგორიაში