ბათუმის სამშობიარო სახლის მეწილეების ნაწილის პროტესტი

24 ოქტომბერი 2018, 00:00 4791 ნახვა

მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა - ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში ფინანსურ კრიზისსა და კლინიკის ირგვლივ არსებულ იურიდიულ პრობლემებზე საუბრობს. შპს „სამშობიარო სახლის“ მეწილეების ნაწილი ამბობს, რომ სამშობიარო სახლიდან პროფესიონალი კადრების გადინების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო და მნიშვნელოვნად იკლო პაციენტთა რაოდენობამაც.

თანამშრომელთა ნაწილს პროტესტი აქვს  წილებთან დაკავშირებითაც.  „შპს“ ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს კონტრაქტორია, დაყადაღებულია და მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი  სამშობიარო სახლის 187 თანამშრომელია. მათი ნაწილი კი ახლა წილების განკარგვაზე უფლების დაბრუნებას ითხოვს. დავა სასამართლოში გრძელდება. საავადმყოფოს ამჟამინდელ ადმინისტრაციაში  აცხადებენ, რომ კადრების გადინების პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. გამოსავალი  კი კლინიკის   მრავალპროფილურ დაწესებულებად გარდაქმნაა. 2017  წელს დაწესებულებაში ინვესტიციების განხორციელების მოტივით ქვეკონტრაქტორი კომპანია მიიწვიეს და კლინიკა მას შემდეგ მრავალპროფილიანი გახდა. 

ამავე კატეგორიაში