ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებები

24 ოქტომბერი 2018, 00:00 1985 ნახვა

ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საუბარი, აქედან დიდი დრო მმართველი პარტიის ლიდერმა რუსთავი 2-ის კრიტიკას დაუთმო, სწორედ ამიტომ, მას დღეს ამ არხის პროკურორი უწოდეს, ამასთან ფარცხალაძის ადვოკატი, რომელსაც იგი ინტერვიუს დროს შეიძლება ითქვას, იცავდა. მის მიერ გაჟღერებული პასუხები გახდა დღეს კრიტიკის საგანი - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილი ვეღარ ხედავს და აღარ ესმის როგორია რეალობა ქვეყანაში, აქცენტის გადატანა კი ტელევიზიაზე სურს.

ბევრისთვის განცხადებები აღმოჩნდა არაადეკვატური და შოკისმომგვრელი, ნაწილისთვის უძლურების აღიარებითი ჩვენება, ნაწილმა კი სერიოზული საფრთხე დაინახა ივანიშვილის სიტყვებს მიღმა. ტრადიციულად დადებითად და დროულ გამოსვლად შეაფასეს ლიდერის ინტერვიუ მის მიერვე შექმნილი პარტიის წევრებმა, ისინი არ იზიარებენ ივანიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

ამავე კატეგორიაში