კიბერშეტევა რუსთავი 2-ზე

24 ოქტომბერი 2018, 00:00 2684 ნახვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ არხის ოფიციალურ საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა. ნიკა გვარამიას თქმით, დაკარგული აქვთ მართვის და ადმინისტრირების შესაძლებლობა და ვერ აკონტროლებენ ვებ გვერდს.

რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიის დირექტორმა ტელევიზიის კომპიუტერებზე თავდასხმის განხორციელების შესახებ განაცხადა. ამ დრომდე ველოდებით პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაიწყო თუ არა გამოძიება. 

ამავე კატეგორიაში