მგზავრებმა შესაძლოა ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ერთიანი საბილეთო სისტემით ისარგებლონ  

25 ოქტომბერი 2018, 00:00 4262 ნახვა

შესაძლოა მომავალში ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაურის  მიმართულებით  მგზავრებმა  ერთიანი  საბილეთო   სისტემით  ისარგებლონ.  საპილოტე  პროგრამაზე, რომელიც  ამ  სამი მუნიციპალიტეტის ერთმანეთთან დამაკავშირებელი  ერთიანი სატრანსპორტო ქსემის დანერგვას  გულისხმობს,  გაეროს განვითარების  პროგრამის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში მუშაობენ. ამავე პროგრამის ფარგლებში შიცვალა  ბათუმის  სატრანსპორტო ქსელი.

აჭარაში მუნიციპალიტეტების  მდგრადი ურბანული ტრანსპორტის  გეგმა  წლის  ბოლომდე   უნდა შემუშავდეს, მანამდე კი უცხოელმა ექსპერტებმა არსებული მდგომარეობა  ადგილზე შეისწავლეს. 

 დასკვნის მიხედვით სატრანსპორტო  საშუალებები, რომლითაც  მგზავრები გადაჰყავთ მოძველებული და არაადაპტირებულია, ზოგიერთ დასახლებაში კი მუნიციპალური ტრანსპორტი არაა და მგზავრებს მხოლოდ კერძო 'მარშუტკები' ემსახურებათ,  საუბარია როგორც შიდა მუნიციპალურ გადაყვანაზე ასევე მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ტრანსპორტზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში