ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1868 ნახვა

რამდენიმე წუთში ბათუმის სამუსიკო სკოლაში ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. გიორგი გარაყანიძის სახელობის ფესტივალი ბათუმსა და ქედაში გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები და უცხოეთიდან მოწვეული შემსრულებლები. დღესვე ფესტივალის ორგანიზატორები  ბათუმის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს,   მერიამ ისინი 20 ათასი ლარით დააფინანსა. ფესტივალი 27 ოქტომბერს დასრულდება.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში