ხარვეზი გამოსწორებულია და ავტომობილები შეფერხების გარეშე კვეთენ საზღვარს - თურქეთის საკონსულო

26 ოქტომბერი 2018, 00:00 1969 ნახვა

ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში აცხადებენ, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხარვეზი აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე მსუბუქი ავტომობილები შეფერხებების გარეშე გადაადგილდებიან.

საკონსულოს ინფორმაციით, თურქულ მხარეს კომპიუტერული სისტემა შეფერხებით მუშაობდა. ვერ ხერხდებოდა უცხოური სანომრე ნიშნის ავტომობილების იდენტიფიცირება. 

სარფის საბაჟოზე დილიდან რიგები იყო. 

საქართველოს შემოსავლების სამსახურში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დილით განუცხადეს, რომ ქართულ მხარეს ტექნიკური პრობლემა არ იყო. 

ამავე კატეგორიაში