უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში

26 ოქტომბერი 2018, 00:00 1621 ნახვა

უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში. ხანდაზმულებს  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჯანდაცვის სფეროს პროფესორებმა და  მოქმედმა ექიმებმა სხვადასხვა სახის  გამოკვლევა ჩაუტარეს. აქცია უნივერსიტეტის ეგიდით გერიატიისა და გერონტოლოგიის სეზონური სკოლის ფარგლებში ჩატარდა.

სამედიცინო აქციას წინ უძღვოდა ოთხდღიანი სკოლა, რომელიც ითვალისწინებდა ასაკთან ასოცირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების სწავლებასა  და გამოცდილების გაზიარებას.  პროექტი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში