ყიფიანის გამო უაღრესად გაბრაზებული ვარ - ბიძინა ივანიშვილი

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2150 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ლევან ყიფიანზე ძალიან გაბრაზებულია. '' როგორ იყო ეს კაცი მინისტრი'' - უკვირს პარტია ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარეს. 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ყიფიანისა და ფარცხალაძის ჩხუბის ფაქტები და საქმეები მას არასდროს გაუჩერვია.

''ყიფიანს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთან ევლო ან ფარცხალაძეს და მაგათი ჩხუბები მე მერჩია? როგორც წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ვიღაც რაღაც ბიზნესში რაღაცაზე წაეკიდნენ, მორბიან ჩემთან და ეს საქმეები ვარჩიო?“- ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყიფიანის განმარტებები მისთვის სანდრო არ არის.

„ლევან ყიფიანზე ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი. ჩემი დანიშნულია. ვთქვა, რომ ცუდად ასრულებდა მოვალეობას, ვერ ვიტყვი და ამის მაგალითებიც არ არსებობს, მაგრამ ის განცხადებები, რასაც აკეთებს, თუნდაც პროკურატურაში, ისეთივე სანდოობას იწვევს ჩემში, როგორც „ომეგასთან“ დაკავშირებული ჩანაწერები. უაღრესად გაღიაზიანებული და გაბრაზებული ვარ, რას აკეთებს, რას ყვება, რას ლაპარაკობს ან ამ ინტერვიუში, რაც აბსოლუტურად არ არის შესატყვისობაში რეალობასთან'' - განაცხადა ივანიშვილმა. 

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის აუდიო და მოგვიანებით ვიდეო ჩანაწერებიც გაავრცელა. 

ყიფიანი ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მას უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა 

ამავე კატეგორიაში