ე.წ. საზღვარზე გადაადგილება იზღუდება

27 ოქტომბერი 2018, 00:00 1419 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ზღუდავს. ამის შესახებ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ იუწყება.

დღეს 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდება. გამშვები პუნქტების მუშაობა 29 ოქტომბერს 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

​ 

ამავე კატეგორიაში