პრეზიდენტობის კანდიდატებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების დახურული შეხვედრა

27 ოქტომბერი 2018, 00:00 1288 ნახვა

პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდნენ, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს. საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში გაიმართა. მედიასთან კომენტარი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გააკეთა. 

ოპოზიციონერმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა განმარტეს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების არჩევნებზე ყოფნა არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბდება, რადგან თავად პარტიებს არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისა, რომ ყველა უბანზე ჰყავდეთ შესაბამისი რაოდენობის დამკვირვებელი. 

ამავე კატეგორიაში