ზაზა სარალიძე ადვოკატმა მოინახულა

27 ოქტომბერი 2018, 00:00 1744 ნახვა

ზაზა სარალიძეს სავარაუდოდ, ხვალ დაკითხავენ, რის შემდეგაც ბრალს წაუყენებენ. ის მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის. ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით ჯანმრთელობის გაუარესების გამო ზაზა სარალიძის დაკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ექიმის განმარტებით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკიდან დღეს ვერ გაწერდნენ. ზაზა სარალიძე გუშინ სამართალდამცველებთან ინცინდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს.

ის მხარდამჭერებთან ერთად კარავს შლიდა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა და სწორედ ამ დროს მოხდა ინცინდენტიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა. ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში გადაყვანიდან მალევე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.

ამავე კატეგორიაში