საპრეზიდენტო არჩევნები - მთავარი მოკლედ /განახლებადი/

28 ოქტომბერი 2018, 00:00 4473 ნახვა

განახლებული ამბები საარჩევნო უბნებიდან

საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

არჩევნების ჩასატარებლად გაიხსნა 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877.

საარჩევნო უბნები გაიხსნა 08:00-ზე და დაიხურება 20:00-ზე.

პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს. 19 კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ არის წარდგენილი, ხოლო ექვსი კანდიდატი არჩევნებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით - ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.

თანამდებობაზე არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ორი კანდიდატი - პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას. თუკი საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, ამ შემთხვევაში, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა 19 ნოემბერია.

საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 22 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი და 58 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი.

ამავე კატეგორიაში