რა მონაცემებია სიაში და რამდენი ადამიანი ჰყავს საშუალოდ ერთ კორდინატორს 

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1824 ნახვა

კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ქობულეთში ჩვენს გადამღებ ჯგუფს ''სახალხო მოძრობის'' დამკვირვებლებმა მიაწოდა. ვიდეოზე ჩანს, რომ 51-ე საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ შენობაში ერთ-ერთ პირს მოქალაქეების სია აქვს, საცხოვრებელი მისამართების მიხედვით. 

''სახალხო მოძრაობის'' წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პირებს, რომლებსაც სიები აქვთ ნათლად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას. 

51-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში შიდა პერიმეტრზე მსგავსი ტიპის აგიტაციას კატეგორიულად უარყოფს. რა ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

დღეს მსგავსი ფაქტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმსა და ქობულეთში დააფიქსირა. 1 საჯარო სკოლაში გახსნილი მეცხრე უბანთან ახლოს, სიებით მობილიზებული ადამიანები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო. 

იხილეთ ვიდეო ⤵

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში