არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1667 ნახვა

"ჩვენი დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.
ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 4 საჩივარი. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის" - განაცხადა გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.  

ასევე, „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩეველზე ზეწოლა და ნების გამოვლენაზე კონტროლი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში