''სიების მაკონტროლებელი'' ტვ-25 ჟურნალისტებს ფიზიკურად შეეხო

28 ოქტომბერი 2018, 00:00 3508 ნახვა

"TV 25-ის გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი ჩვენი კამერის გამორთვას იმ დროს ითხოვდა, როცა ოპერატორი მიკროავტობუსში სიების არსებობის შესახებ კადრებს იღებდა" - ინფორმაციას ტელეარხი 25 ავრცელებს.

ტვ-25 საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე მაუწყებელთან ამბობს, რომ პოლიციის ეკიპაჟის წევრები ადგილზე იყვნენ, მაგრამ მათ რეაგირება არ ჰქონიათ. მესხიძე აპირებს შსს ოფიციალურად მიმართოს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.  

ინციდენტი ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, #41 უბანთან მოხდა. სიის მაკონტროლებელი პირები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პანაშვიდზე მიდიოდნენ და სწორედ წამსვლელებს შესახებ აგროვებდნენ ფულს და ხალხს. 

 

ვიდეომასალა ტვ25 გაავრცელა

ამავე კატეგორიაში