''ეგზიტპოლების შედეგებით ჩვენ დასკვნებს არ ვაკეთებთ'' - დავით უსუფაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1949 ნახვა

"'შენების მოძრაობის'' ლიდერი ამბობს, რომ დღეს ელექტორატმა ''ქართულ ოცნებას'' პროტესტი განუცხადა, ეს კი მეორე ტურით დასრულდება. 

დავით უსუფაშვილის თქმით ეს მძიმე შედეგი უგუნური პოლიტიკის გაგრძელებაა. 

''კატამ თხარა თხრა და მისი დასაკლავი დანა გამოთხრა - ასე დაემართა ოცნებას''  - თქვა ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატმა. 

დავით უსუფაშვილმა მის მხარდამჭერებს სწორი არჩევანი გაკეთებისთვის მადლობა გადაუხადა. კომისიის წევრებს კი ხმის დათვლის პროცესში კანონიერების დაცვისკენ მოუწოდა. 

ამავე კატეგორიაში