ცესკოს პირველადი მონაცემებით 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2839 ნახვა

საარჩევნო უბნების 99,57%-დან მიღებული შედეგებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 38,66% და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს 37,7%.

ამავე მონაცემებით, "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს ხმა მისცა 10,97%-მა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს 3,76%-მა, "გირჩის" კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს 2,26%-მა, "შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს 2,26%-მა, "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს, კახა კუკავას 1,33%-მა. დანარჩენ კანდიდატებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 25 კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა - 46,74%-მა.

ამავე კატეგორიაში